შპს „ფლაი ტივი“ (/: 404518143) (შემდგომში ოპერატორი)(ბრენდული სახელწოდება „FLYTEL“), ერთის მხრივ და აბონენტი მეორეს მხრივცალცალკე ხელშეკრულებაში მოხსენიებული, როგორც მხარე, ხოლო ერთადმხარეები, ვთანხმდებით და ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში ხელშეკრულებაშემდეგზე:

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი 

1.1.   ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და ტარიფების შესაბამისად, ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტისათვის სატელეფონო მომსახურების გაწევას (შემდგომშიმომსახურება), ხოლო აბონენტი იღებს ვალდებულებას სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

 

მუხლი 2. მხარეთა უფლებებივალდებულებები და პასუხისმგებლობა

2.1.   ოპერატორი ვალდებულია:

2.1.1. აბონენტს მიაწოდოს ხარისხიანი მომსახურება;

2.1.2. გაუწიოს აბონენტს სატელეფონო მომსახურება ტარიფების შესაბამისადრომელიც გამოქვეყნებულია FLYTEL ვებ-გვერდზე www.flytele.com.

2.1.3. კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2.1.4. დროულად შეატყობინოს აბონენტს მომსახურების ტარიფების ცვლილების შესახებ;

2.2.   ოპერატორი უფლებამოსილია:

2.2.1. მოსთხოვოს აბონენტს მომსახურების საფასურის გადახდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;

2.2.2. შეცვალოს მომსახურების ტარიფები.

2.2.3. იმ შემთხვევაში თუ აბონენტი არ ისარგებლებს გამოყოფილი სატელეფონო რესურსით (ნომრით) 3 თვის განმავლობაში, ოპერატორი იტოვებს უფლებას გაფრთხილების გარეშე ჩამოართვას ნომერი მფლობელს.

2.2.4. შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურების მიწოდება იმ შემთხვევაშითუ აბონენტი დროულად არ გადაიხდის მიწოდებული მომსახურების საფასურს;

2.2.5. შეუწყვიტოს მომსახურეობა გაფრთხილების გარეშე, თუ ოპერატორს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა აბონენტის ნომრიდან უცხოური ტრაფიკის შემოდინების.

2.2.6. გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები.

 

2.3.   აბონენტი ვალდებულია:

2.3.1. სრულად და დადგენილ ვადაში გადაიხადოს  მიწოდებული მომსახურების საფასური;

2.3.2. უზრუნველყოს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ოპერატორს მომსახურების ფუნქციონალობას.

2.3.3. დაიცვას ოპერატორის მიერ გამოყენებული ყველა ტექნიკური პროცედურარეკომენდაცია და მეთოდური მითითებებირომლებსაც ოპერატორი წერილობით წარუდგენს აბონენტს;

2.3.4. ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

2.4.   აბონენტი უფლებამოსილია:

2.4.1. წარუდგინოს ოპერატორს პრეტენზიები წარდგენილ გადასახადებთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 3 დღის განმავლობაში.

2.4.2. ოპერატორის მიერ მომსახურების ტარიფების შეცვლის შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულებარის შესახებაც ოპერატორს აცნობოს ტარიფის შეცვლის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.

 

მუხლი 3. ტარიფები და მომსახურების ლიმიტები

3.1.   მომსახურების ტარიფები და მომსახურების ლიმიტი განისაზღვრება ოპერატორის მიერ.

3.2.   აბონენტი ხელშეკრულების ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაცნობილია და ეთანხმება მომსახურების პირობებს და ტარიფებს, რომლებიც მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულებაში და ოპერატორის ვებ გვერდზეwww.flytele.com.

 

მუხლი 4. ანგარიშსწორება

4.1.   აბონენტი იხდის მომსახურების საფასურს წინასწარ დეპოზიტის სახით.

4.2.   სატელეფონო ნომრის გამოყოფის, სატელეფონო აპარატის ან სატელეფონო ადაპტერის შეძენის საფასურს აბონენტი  იხდის წინასწარ.

4.3.   ოპერატორთან აბონენტის ანგარიშსწორება ხორციელდება საბანკო ქსელის, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების  ან წინასწარ განსაზღვრული გადახდის პუნქტებისან ხელმისაწვდომი ონლაინ გადახდის მეთორების მეშვეობით.

 

მუხლი 5. მომსახურების შეზღუდვა

5.1.   აბონენტისათვის მომსახურების შეზღუდვა ხდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე.

5.2.   მომსახურების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება იყოს:

სავალდებულო დეპოზიტის დადგენის შემთხვევაში აბონენტის მიერ მისი გადაუხდელობა;
ოპერატორის მოწყობილობის დაზიანება;
ყალბი ინფორმაციის წარდგენით აბონენტის მიერ მომსახურების მიღება;
აბონენტის მიერ ტექნიკური მოწყობილობის განთავსების ადგილზე ოპერატორის წარმომადგენლის დაშვებაზე უარი

 

მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები

6.1.   ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ელექტრონული ხელმოწერის/თანხმობის თანავე და მოქმედებს ხელმოწერიდან/თანხმობიდან ერთი წლის ვადით მის შეწყვეტამდე. ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იმავე ვადითა და პირობებით, თუ აბონენტი წერილობით არ შეატყობინებს ოპერატორს შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შეყწვეტამდე 1 (ერთი) კვირით ადრე.

6.2.   შეწყვეტა ხორციელდება კომპანიის ინიციატივით, თუ აბონენტი არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან/და აბონენტის ინიციატივით დადგენილი ვადის დაცვით. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს აბონენტს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისაგან.

6.3.   ხელშეკრულებაში ან/და მომსახურების წესში, ასევე ტარიფების ცვლილებები ხორციელდება კომპანიის მიერ ერთპიროვნულად და ცალმხრივად. ცვლილებები ძალაშია მისი საჯარო გამოცხადებიდან ან/და აბონენტისათვის შეტყობინებიდან . თუ აბონენტი არ ეთანხმება ახალ პირობებს, მას უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება. აღნიშნულ ვადაში, აბონენტის წერილობითი უარის მიუღებლობა ჩაითვლება აბონენტის აქცეპტად და წინამდებარე ხელშეკრულება გაგრძელდება ახალი პირობებით

 

მუხლი 7. ფორსმაჟორი

7.1.   მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ნაწილობრივ ან მთლიანად შეუსრულებლობაზეთუ ისინი გამოწვეულია ფორსმაჟორული მოვლენის შედეგად ანუ ისეთი მოვლენა, რომელიც ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობაზე, გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია.

 

მუხლი 8. სადაო საკითხების გადაწყვეტა

8.1.   მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის წარმოქმნილი ყველა დავა (სადაო საკითხი) გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით, ხოლო თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 9. საერთო პირობები 

9.1.   აბონენტი აცხადებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, მათ შორის მისი რეკვიზიტები, სწორია.

9.2.   აბონენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ გაცნობილია და ეთანხმება კომპანიის მომსახურების წესსა და ტარიფებს.

9.3.   წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.

9.4.   ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ორ ეგზემპლიარად და გადაეცემათ მხარეებს.